რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი

რუსთავის „აზოტის“ ქარხანა ისევ პარალიზებულია.

საწარმოს ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმების მიღწევას ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ. მედიაციის პროცესში ერთვებიან გუბერნატორი, რუსთავის მერი და დეპუტატები. შვიდი საათის წინ დაწყებული შეხვედრის დასრულებას გარეთ ელოდებიან ქარხნის თანამშრომლები. ამ მომენტისთვის საწარმოო პროცესი ჟანგბადის საამქროს გარდა, მთლიანად შეჩერებულია. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშები სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი საამქროს გაჩერებითაც იმუქრებიან. ხელფასის 50%-ით ზრდის გარდა, ძალაში რჩება სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც. ქარხანაში მძიმე პირობებს დღევანდელი ვიზიტის შემდეგ ქალაქის მერიც აღიარებს.

დატოვე კომენტარი