რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი

რუსთავის „აზოტის“ თანამშრომელთა გაფიცვა უკვე მესამე დღეა გრძელდება, თუმცა ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაფიცულ თანამშრომლებს უკვე შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, პროცესში პროფკავშირებიც ჩართული არიან და ახლა მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან. ქარხანა კვლავ გაჩერებულია, თანამშრომლებს შენობის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ.

დატოვე კომენტარი