„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლების გაფიცვა

პროტესტის მესამე დღე – ბორჯომში გაფიცვა გრძელდება.

მინერალური წყლის ჩამომსხმელი ერთი ქარხანა სრულად პარალიზებულია. მენეჯმენტსა და ქუჩაში გასულ 400-მდე თანამშრომელს შორის მედიაციის პროცესში მაჟორიტარი დეპუტატი ჩაერთო, თუმცა უკვე მეორე დღეა, მხარეთა შეხვედრა ვერ ხერხდება. დავის საგანია, უნდა დაესწროს თუ არა მოლაპარაკების პროცესს პროფკავშირების წარმომადგენელი. პროტესტის შედეგად კომპანიას ყოველდღიურად საკმაოდ დიდი ზარალი ადგება. ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულთა მოთხოვნებია ხელფასების ზრდა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შეთანხმების მისაღწევად და საწარმოო პროცესის დროულად აღსადგენად მედიატორი ორივე მხარეს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს.