მოსკოვი ვილნიუსს ემუქრება.
უპრეცედენტო, მტრული და უკანონო ნაბიჯი, რასაც შესაბამისი პასუხი ექნება, – ასე პასუხობს რუსეთის ხელისუფლება ლიეტუვის მთავრობას, რომელმაც კალინინგრადის მიმართულებით რუსული საქონლის სარკინიგზო ტრანზიტი შეზღუდა. მოკავშირეებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ რუსული პროდუქციის სატრანზიტო შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების ნაწილია. კალინინგრადი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის შემადგენლობაშია და იქ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.