ნატოს სამიტი ვილნიუსში

საქართველო „მაპით“, უკრაინა „მაპის“ გარეშე – ნატოს ვილნიუსის სამიტი დასრულებულია.

საბოლოო კომუნიკეში ჩვენი ქვეყნის და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ვადები დასახელებული არ არის. ომში მყოფი ქვეყანა ლიეტუვას გაზრდილი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის დაპირებებით ტოვებს. უკრაინისგან გასხვავებით, საქართველოსთვის ნატოში შესასვლელად წლიური სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის მიღება სავალდებულო იქნება. სამიტი ისტორიული აღმოჩნდა შვედეთისთვის – თურქეთის წინააღმდეგობის სახით არსებული ბარიერი გადალახულია, ანკარა გარკვეული პირობებით ორგანიზაციაში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდა.

საქართველოს პირველი დიპლომატი, რომელიც სამიტზე ქვეყანას წარმოადგენდა, ვილნიუსში მიღებული გზავნილებით კმაყოფილია. განსაკუთრებული აქცენტი არსებითი პაკეტის გარშემო მიღწეული პროგრესის აღიარებაზე და სამხედრო რეფორმების დადებით შეფასებაზე კეთდება. სამიტის მეორე დღეს ილია დარჩიაშვილი ევროპელ კოლეგებს შეხვდა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო ფორმატსაც შეუერთდა.

გამართლდა თუ არა ხელისუფლების მოლოდინი და რა გზავნილებით ტოვებს ქართული დელეგაცია ვილნიუსს, – ანა ბროლაძე ლიეტუვის დედაქალაქიდან.