ცილისმწამებლური, ყალბი ამბის გავრცელების გამოძიების მოთხოვნით, თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პოლიციას მიმართავს.
საუბარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ნიკოლოზ საბაშვილი მოხსენიებულია დამნაშავედ. საბაშვილის თქმით, გავრცელებულ პოსტს 6 ათასამდე გაზიარება და 150-მდე კომენტარი ქონდა. დღეს კი გვერდი გაუქმებულია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ქმედება მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, ამიტომ აუცილებელია დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა.
ნიკოლოზ საბაშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.