წულუკიანის შეხვედრა ოპერის თეატრის ხელმძღვანელებთან 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა თეა წულუკიანი.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც გაუზიარეს მოსაზრებები.