ბრიფინგი კულტურის სამინისტროში

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო ოთხ თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა. რეზო გაბრიაძის, „ჩრდილებისა“ და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ოზურგეთის, ჭიათურისა და ქუთაისის დრამატულ თეატრებში კი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 29 თეატრიდან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 1-ელ იანვარს გასდის უფლებამოსილების ვადა, სადაც კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი