კონკურსი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე

კულტურის სამინისტრო სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, მარჯანიშვილის თეატრსა და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კონკურსს აცხადებს. სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება გააჩნია, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. საკონკურსო განაცხადები დღეიდან ორი კვირის ვადაში მიიღება. კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს, მათგან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა პირველ იანვარს ამოიწურა.