ტერორიზმის საქმეზე სახელმწიფო ბრალდება დღეს მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს

ტერორიზმის საქმეზე სახელმწიფო ბრალდება დღეს მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს.

რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ ის მასალები უნდა შეაფასოს, რომელიც დაკავებულთა წინააღმდეგ გამოძიებამ მოიპოვა. თუმცა, მანამდე, საკუთარ არგუმენტებს დაცვის მხარე წარადგენს. პროკურატურა სხდომაზე ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან ამოღებულ მასალებს და სხვადასხვა ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორ პირს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობას, ოთხს კი ამ ორგანიზაციის ხელშეწყობას ედავებიან.