დაკავება მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით

საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე დაკავებული პირები ამ წუთებში უფლებადამცველებთან შეხვედრას ელოდებიან. უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ.

სპეციალური ოპერაცია თბილისში, ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტროშოკები, ყალბი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.

გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.