ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები გამოავლინა. დაკავებულია თურქეთის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი. გამოძების მიხედვით ირკვევა, რომ ტერორისტული აქტები სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იგეგმებოდა. სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე კატეგორიულად უარყო უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტული მიზნებით მიმდინარეობს სამხედრო მომზადება და განთავსებულია საწვრთნელი ბაზები.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბაჩა მგელაძე საქმის დეტალებზე არ საუბრობს. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს.