დაკავება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით

ოთხ ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაცია.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე. ისინი ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულები ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერთან სხვადასხვა ქვეყანაში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოვლენილ ტერორისტულ აქტივობებზე, შესაძლო თავდასხმის ობიექტებზე და კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს.

რას ჰყვებიან იმ კორპუსის ბინადრები, სადაც დაკავებულებს ბინები ჰქონდათ ნაქირავები – რეპორტაჟი სპეც-ოპერაციების ადგილიდან.