თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. პროცესს ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტიც ესწრებოდნენ, რომლებიც სწორედ ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ რამდენიმე მთავარ კითხვაზე ელოდებიან პასუხების მიღებას. პანკისის სპეც-ოპერაციის დროს თავში დაჭრილი მაჩალიკაშვილი მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს უნდა გადაეყვანათ, თუმცა 19 წლის ახალგაზრდა ტრანსპორტირებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი დაგვიანებულ მკურნალობაზეც საუბრობს. რაც შეეხება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას – ოჯახის წევრები მას დღემდე არ ეთანხმებიან და თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმში ბრალდებული პირებისთვის დახმარების გაწევას კეტაგორიულად გამორიცხავენ.
გიორგი კობერიძე მუშაობდა თემაზე.