მაჩალიკაშვილის საქმე 

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვს.

ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ზედაპირულად მიიჩნევს. ერთ-ერთ არგუმენტად პროკურატურის მიერ სუს-ის ყოფილი პირველი პირების დაკითხვის ოქმები სახელდება. ანგარიშის ავტორების აზრით, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეც-ოპერაციისას რისკები სათანადოდ შეფასებული არ იყო. ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი მაჩალიკაშვილის ოჯახი განახლებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და იმედს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე ამყარებს, სადაც საქმე უკვე გაგზავნილია.