მაჩალიკაშვილის საქმეზე დასრულებული გამოძიება

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დახურვის შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აქტიურდება.

ოპოზიციასთან ერთად ინიციატივას მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის მამაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან ერთად დღეს საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის გამართვას გეგმავდა. თუმცა, ის შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

2017 წელს ჩატარებული სპეც-ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ოპოზიციის ერთ ნაწილთან ერთად გამოძიებას რეზონანსულ საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. მათი ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილეა, რომელიც გახმაურებული საქმის დეტალებზე იწყებს საუბარს.