თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

„იემსის“ ინფორმაციით, სუს-ის თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ პანკისის სპეცოპერაცია რისკების შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, ორგანიზაცია გაეცნო მაღალჩინოსნების დაკითხვის ოქმებს და მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ უწყების წარმომადგენლების დაკითხვა არის ფორმალური, ზედაპირული და მათთვის არ დაუსვამთ კრიტიკული კითხვები სპეცოპერაციის დაგეგმვის უფლებრივი სტანდარტებისა და მტკიცებულებების წესის მოპოვების შესახებ. ორგანიზაციის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს.