თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

ამავე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესწავლაში კი დამოუკიებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. ექსპერტმა უკვე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაცია კლინიკებიდან, სადაც დაჭრილს მკურნალობა ჩაუტარდა. უკვე დღეს მან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა, სადაც სპეცოპერაციის დროს 19 წლის ბიჭს სპეცრაზმელმა საძინებელში ესროლა. ოფიციალური ვერსიით, ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობლდა, თუმცა ეს ვერსია მიუღებელია ოჯახისთვის, რომელიც გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.