თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - რომელ კლინიკაში გაგრძელდება პაციენტის მკურნალობა
26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჯანდაცვის სამინისტრო და მაჩალიკაშვილების ოჯახი საზღვარგარეთ იმ კლინიკის მოძიების პროცესში არიან, სადაც მისი გადაყვანა მოხდება.
ერთ-ერთ ვერსიად თურქეთი სახელდება, რადგან სტამბულის კლინიკის მენეჯერთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
გიორგი კობერიძე განავრცობს თემას.