რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმა

ვნებათაღელვა არ ცხრება რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე კლინიკის პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის დიალოგი გრძელდება. აქციის მონაწილეებს ამჯერად მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ. თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია – შენობის დაანონსებული დემონტაჟის ნაცვლად კლინიკის რეაბილიტაცია და სამუშაო პროცესის უწყვეტობა. თუმცა, ორივე მხარის პოზიციებში ცვლილებებია. თანამშრომლები შესაბამისი დასკვნის წარდგენის და მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში საავადმყოფოს გარკვეული ნაწილის დანგრევას არ ეწინააღმდეგებიან. წინა დღეებისგან გასხვავებით, შენობის დანგრევის გეგმას საბოლოო გადაწყვეტილებად არ აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევების დასრულებას ელოდება.