თბილისში დღეს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოდის.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისრის ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორმხრივი შეხვედრების გარდა, თბილისში იოჰანეს ჰანი ხვალ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის საზეიმო გახსნას დაესწრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება.
განიხილება ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.