საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

როგორია მოლოდინი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, – პოლიტიკოსების შეფასებები არაერთგვაროვანია.

ოპოზიციის ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს. საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვთ მმართველ პარტიაში.
უკვე ცნობილია, რომ მომდევნო კვირებში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ახალი პაკეტი გამოქვეყნდება, რომელიც 10 კანდიდატს და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას მოიცავს, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.