საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში – ოლივერ ვარჰეის განცხადება

12:09, 13.12.2023

საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი – ასეთია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასება. ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, იწყებს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და ანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის სტატუსის გადაცემას ემხრობიან, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია.

მსგავსი