საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში - ოლივერ ვარჰეის განცხადება

საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი – ასეთია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასება. ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, იწყებს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და ანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის სტატუსის გადაცემას ემხრობიან, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია.