შარლ მიშელის გამოხმაურება

15:17, 28.10.2024

სავარაუდო საარჩევნო დარღვევები უნდა გამოიძიონ და ისინი უნდა გამოსწორდეს, – ასე ეხმაურება შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. მისივე შეფასებით, ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის. „ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – წერს შარლ მიშელი.

 

მსგავსი