ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს

18:10, 08.11.2023

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თარიღი საქართველოს ისტორიაში. ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საკუთარი გადაწყვეტილება ბრიუსელში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა. პრესკონფერენციას წინ უძღოდა კომისიის სხდომა, რომელშიც ყველა ევროკომისარი მონაწილეობდა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით,  საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი, რადგან ნამდვილად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ბრიუსელში სალომე ქოქიაშვილი მუშაობს.

მსგავსი