საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდება. მანამდე კი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ევროკომისართან გაფართოების საკითხებში. საუბრის მთავარი თემაა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა.

ანა ბროლაძე ბრიუსელიდან.