თბილისში, ატენის ქუჩის მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებს. ისინი ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემით არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მშენებლობისთვის კოეფიციენტის გაზრდა ბათილად იქნა გამოცხადებული. ეს კი, ადვოკატის მტკიცებით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

საკითხზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. კახი კალაძის თქმით, ნებართვის გაცემა მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყო, რადგან გადაწყვეტილება ამჟამად გაუქმებულმა, ზონალურმა საბჭომ მიიღო.