ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად გადაეცემათ. სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემის გამო, აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები წლების განმავლობაში ბინების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამის ფარგლებში 72 ოჯახს ის ფართები დაუკანონა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა.