ბინების გადაცემა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს გადასცა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა.