თბილისის მთავრობის სხდომა

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ახალი ცენტრის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება მერიაში უკვე მიიღეს. კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.