თბილისის მთავრობის სხდომა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ ახალი დამცავი ბადე გაკეთდება. უსაფრთხოების მიზნით, კლდოვან ფერდზე არსებული დამცავი ბადეები თანამედროვე დაცვის საშუალებებით ჩანაცვლდება. პროექტის განხორციელების გამო, ერთი თვით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეგახსენებთ, გუშინდელი ინციდენტის გამო დაზიანდა ერთი მანქანა.