66-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები დაუკანონეს.
შესაბამისი მოწმობები ამჯერად ისნის რაიონში მდებარე შენობის ბინადრებმა მიიღეს. საუბარია ყოფილი ფაბრიკის თანამშრომელთა საერთო საცხოვრებელზე. ადგილზე მცხოვრებლები ბინებზე საკუთრების უფლების მოპოვებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის შესაბამისი პროგრამა გრძელდება. საცხოვრებელი სახლების დაკანონების პრობლემა დედაქალაქში საკმაოდ მწვავედ დგას.