ბინების გადაცემა

თბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს და ჩუღურეთში – 13 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაურეგისტრირდა.