თბილისის კინოთეატრებსა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დასწრების მსურველების უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს. დღევანდელი ჩვენება დედაქალაქში არსებულ სულ ხუთ კინოთეატრშია დაგეგმილი.
ჩვენი გადამღები ჯგუფები უკვე ადგილზე არიან. კოსტავას ქუჩაზე, „ამირანთან“ იმყოფება მარიამ სეთურიძე და არსებული ვითარების შესახებ ახლა სწორედ ის ისაუბრებს – ხომ არ გამოჩენილან კინოთეატრთან ფილმის მოწინააღმდეგეები?