სტუდენტური კინოფესტივალის დახურვა

კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს.

სამი რეჟისორისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა. ღონისძიებაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტის გამარჯვებულებიც დასახელდნენ, რომლებსაც ფესტივალის მხარდამჭერმა საქართველოს პირველმა არხმა საპრიზო ფონდისთვის 5 000 ლარი გადასცა. მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტების ავტორებს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით დაეხმარება.

დატოვე კომენტარი