ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო

ცნობილ ქართველ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო საღამო კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. მოეწყო ელდარ შენგელაიას შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. მაყურებელმა დიდ ეკრანზე იხილა კოლაჟები რეჟისორის ნამუშევრებიდან.

ასევე, აჩვენეს ელდარ შენგელაიას პირადი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ბიოგრაფიული ვიდეოები. ცნობილ რეჟისორს იუბილე მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქმა.