ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

ნიკა მელია უკვე მეორე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება. ცნობილია, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება, რადგან მისი თქმით, მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიზირებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათი თქმით, სამართალდამცველებს ნიკა მელიას დაპატიმრების შესაძლებლობას არ მისცემენ.