„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დედაქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე.

ხმაურია ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან – არიან დაკავებულებიც. სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიც დროებით გადაკეტილი ჰქონდათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნოდარ ჩაჩუა იმყოფება.