„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანება

გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ორი პირი დააკავეს. მას ბრალი ედებათ სხვისი ნივთის დაზიანებაში. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სულ ამ საქმეზე დაკავებულია ოთხი ადამიანი. სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან მალევე აიყვანა. დაკავება ცხელ კვალზე  მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.