თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას ჩავარდნის საფრთხე ემუქრება.
მერიის მიერ რამდენჯერმე დაწუნებულ დოკუმენტში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიმართ დედაქალაქის მთავრობას ისევ კითხვები აქვს. დამკვეთის პრეტენზიების ნაწილს შემსრულებელი კომპანია არ ეთანხმება. თუმცა შენიშვნების გაზიარების შემთხვევაშიც კომპანიას გეგმის გასასწორებლად დრო აღარ აქვს.
„სითი ინსტიტუტს“ მერიისგან მიღებული 48-დღიანი ვადა უკვე ამოეწურა. თბილისის მთავრობა რამდენჯერმე კორექტირებული დოკუმენტის გარშემო საბოლოო პოზიციას მომავალ კვირას გამოაცხადებს.