პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის რეგულაციები ამოქმედდება 

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი დასრულდა. ხვალიდან თბილისში „ა“ და „ბე“ კატეგორიებად დაყოფილი ტაქსები იმოძრავებენ.

„ა“ კატეგორიის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. მათგან გასხვავებით მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები.

მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ა“ კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდება.

სტატისტიკაზე დაყრდნობით დედაქალაქის მთავრობის მასშტაბურ რეფორმას ჩავარდნილად აცხადებს ოპოზიცია, სხვა სტატისტიკური მონაცემები აქვს მერიას.