დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე საკრებულო მუშაობას იწყებს.
დოკუმენტი უწყებაში უკვე გადაიგზავნა. დედაქალაქის მერია და დოკუმენტის ავტორი კომპანია გენგეგმის საბოლოო ვარიანტზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება თბილისელების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო.