„ნაციონალურ მოძრაობის“ ინიციატივა

„ნაციონალურ მოძრაობა“ საკრებულოში ახალი ინიციატივით გამოდის. მათი მოთხოვნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის შეღავათები უნდა დაწესდეს. ანა გოგოლაძის განცხადებით, დღეს მხოლოდ უსინათლო პირები სარგებლობენ თბილისის მერიის შეღავათიანი ტარიფით. მისი განმარტებით, 35 000-მდე სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქე ვერ იღებს შეღავათებს. აღნიშნულ ინიციატივას პასუხობენ მმართველ გუნდშიც.