დასრულებული კრიზისი საკრებულოებში

ხმაურიანი განხილვების შემდეგ სადაო კანონპროექტი მიღებულია.

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობას საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდება. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმებით, არჩევნებში პროპორციული სისტემით არჩეული ადგილმონაცვლის, ხოლო შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებას შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე ცნობენ. საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლება ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში კრიზისის განმუხტვას ცდილობს. ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ამ საკრებულოებში უმრავლესობა ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვა. ცოტა ხნის წინ შუალედურმა არჩევნებმა ბათუმში ძალთა ბალანსი ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალა, თუმცა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის უფლებამოსილება ამ დრომდე არ არის ცნობილი, სენაკის საკრებულოს კრიზისმა კი სასამართლოში გადაინაცვლა.

 

დატოვე კომენტარი