ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები

ბათუმის ხვალინდელ არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

იმუშავებს 14 საარჩევნო უბანი. თბილისის შემდეგ პირველად სწორედ ბათუმში გამოიყენებენ ელექტრონულ ტექნოლოგიებს როგორც ხმის მიცემის, ისე ბიულეტენების დათვლის დროს. პროექტი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, ამიტომ ელექტრონულად დათვლილი ხმები მთვლელების მიერ მაინც გადამოწმდება. საარჩევნო პროცესს თან სდევს მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებები. ბათუმის საკრებულოში კონფიგურაცია ასეთია: 16 ხმა აქვს მმართველ პარტიას, 14 – „ნაციონალურ მოძრაობას“, ორი – „ლელოს“, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია. შესაბამისად, ხვალინდელი არჩევნების შემდეგ გვეცოდინება, ვინ დააკომპლექტებს ბათუმის თვითმმართველ ორგანოში უმრავლესობას.