თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების საჩივარი

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დედაქალაქის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ერთ-ერთმა პირმა სატყეო ზონაში არსებული ქონება 78 ათას ლარად შეიძინა, თუმცა აღნიშნული ქონების სანაცვლოდ, თბილისის მერიისგან ამავე პირმა მილიონ ნახევარი ლარი მიიღო. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლო კორუფციულ გარიგებას ეხება და საქმის გამოძიების მიზნით გენერალურ პროკურატურას მომხდარის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

ბრალდებას აბსურდულს უწოდებს თბილისის მერი.