თბილისის ბიბლიოთეკები

პროტესტის მიზეზი ხდება თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ბიბლიოთეკების რეფორმა. ქალაქის მთავრობა საჭირო რაოდენობის ბიბლიოთეკების დასადგენად პირველ რიგში კვლევების ჩატარებას და ბიბლიოთეკარების ტესტირებას აპირებს.

მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ავარიული მდგომარეობის გამო, ქალაქის 36 დაწესებულებიდან რამდენიმეს ადგილმდებარეობის შეცვლა დასჭირდეს. მსგავსი განცხადებები კი, ბიბლიოთეკარების და ოპოზიციის ნაწილს ეჭვს უჩენს, რომ რეფორმის შედეგად ბიბლიოთეკების გარკვეული ნაწილი დაიხურება.

ბოლო მონაცემებით, დედაქალაქის ბიბლიოთეკების საცავი 750 000 წიგნს ინახავს, თუმცა ირკვევა, რომ მათი შენახვისთვის საჭირო სტანდარტები და პირობები ხშირ შემთხვევაში დარღვეულია.