თბილისის ბაროკოს ფესტივალი

რიგით მეოთხე თბილისის ბაროკოს ფესტივალი 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ჩატარდება.

წელს ფესტივალი მსმენელს საქართველოს სინფონიეტას 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიახლეებს ჰპირდება.

კონცერტების გარდა, ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები და მასტერკლასები, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ წარმოდგენებს, ღონისძიებები რუსთაველის თეატრის მცირე სცენასა და სამეფო უბნის თეატრში გაიმართება.

შეგახსენებთ, თბილისის ბაროკოს ფესტივალი ამიერკავკასიაში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია და 2015 წლიდან ტარდება.