„საქართველოს სინფონიეტა“ საერთაშორისო ფესტივალზე

სომხეთის, აზერბაიჯანისა და ფინეთის შემდეგ, „საქართველოს სიმფონიეტა“ კონცერტს პოლონეთში გამართავს. პირველ სექტემბერს გდანსკში, გოლდბერგის ფესტივალზე სიფონიეტა პროექტით „ძველებური ცეკვები“ წარდგება. პროექტი გასული საუკუნეების საცეკვაო მუსიკის ერთობლიობაა, რაც ევროპელ მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს სიმფონიეტა მე-16 სეზონს სწორედ პოლონეთში გამართული კონცერტით გახსნის. 20 სექტემბერში კი ქართველი მსმენელის წინაშე ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში, მსოფლიო პრემიერით წარდგება.